განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
330310017001721644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1793-18

საქმე № 330310017001721644

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები- მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი - შ----------------------------------------“;

წარმომადგენელი- მ-------------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე;

 

მესამე პირი - ც------------

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ-----------------------------------------ს'' სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ც------------ არის შ-----------------------------------------ს’’, (სასმელი წყლის სექტორში ლიცენზირებული კომპანიის) აბონენტი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია ნომრით 7----------------).

 

შ---------------------------------------სა“ (მიმწოდებელი) და აბონენტს 7----------------) შორის 2012 წლის 25 ივნისს დაიდო მომხმარებლისთვის აღრიცხვის ინდივიდუალური კვანძის მოწყობის შესახებ ხელშეკრულებები №3.1./---- და №3.1./----, რომელთა თანახმად, თითოეული ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენდა 100 (ასი) ლარს, საიდანაც 30 (ოცდაათი) ლარი წარმოადგენდა მრიცხველის თვითღირებულებას, ხოლო 70 (სამოცდაათი) ლარი - აღრიცხვის კვანძის მონტაჟის ღირებულებას. აღნიშნული ხელშეკრულებების 2.2. პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 25 ივნისს მომხმარებელთან გაფორმდა აღრიცხვის კვანძის ღირებულების გადახდის გრაფიკები, რომელთა თანახმად, მომხმარებელი ვალდებული იყო მრიცხველის მონტაჟის ღირებულება - სულ 200 ლარი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში, 2012 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. (ს.ფ. 88-90); (ს.ფ. 92-94).

 

2.2. ც------------მ 2016 წლის 19 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა, აღრიცხვის კვანძის ღირებულების - 200 ლარის, როგორც ხანდაზმული დავალიანაბის ჩამოწერა.

 

2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით აბონენტ ც------------ს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა სასმელი წყლის დავალიანების საფასური - 7,61 ლარი და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება - 200 ლარი. (ს.ფ. 81-86); (ს.ფ. 73);

 

2.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2016 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა №----- გადაწყვეტილება, რომლითაც ც-----------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ-------------------------------------------ს“ მიერ მოქალაქე ც-------------ზე 7----------------) დარიცხული აღრიცხვის კვანძის საფასურის დავალიანება 100 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და შ---------------------------------------ს“ დაევალა აბონენტის 7----------------) აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალიანების ჩამოწერა. (ს.ფ. 53-72);

 

3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1.სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე,რომლის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება №-----, მოქალაქე ც------------სა და შ-----------------------------------------’’ შორის არსებული დავის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება – გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.’’ „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

3.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ 1-ლი მუხლის, 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის უფლებამოსილებები ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის.

 

ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიატ - შ-----------------------------------------ა’’ და მომხმარებლ - ც------------ს შორის არსებულ დავაზე.

 

3.4. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების გათვალისწინებით სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ც------------სა და შ---------------------------------------ს“ შორის არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი - ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისთვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე,რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

 

დადგენილია, რომ შ---------------------------------------სა“ (მიმწოდებელი) და აბონენტს 7----------------) შორის 2012 წლის 25 ივნისს დაიდო მომხმარებლისთვის აღრიცხვის ინდივიდუალური კვანძის მოწყობის შესახებ ხელშეკრულებები №3.1./---- და №3.1./----, რომელთა თანახმად,აც თითოეული ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენდა 100 (ასი) ლარს, საიდანაც 30 (ოცდაათი) ლარი მრიცხველის თვითღირებულებას წარმოადგენდა, ხოლო 70 (სამოცდაათი) ლარი - აღრიცხვის კვანძის მონტაჟის ღირებულებას. აღნიშნული ხელშეკრულებების 2.2. პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 25 ივნისს მომხმარებელთან გაფორმდა აღრიცხვის კვანძის ღირებულების გადახდის გრაფიკები, რომელთა თანახმად, მომხმარებელი ვალდებული იყო მრიცხველის მონტაჟის ღირებულება - სულ 200 ლარი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში პორციებად, 2012 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, მომხმარებელმა იკისრა ვადებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა წყლის მიმდინარე გადასახადი. დავალიანების გამო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა ასეთი შეთანხმებისთვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა - მხარეებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განსაზღვრეს დავალიანების თანხის საერთო ოდენობა, დავალიანების გადახდის პერიოდულობა, დავალიანების თანხის პორციები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ც------------ს სააბონენტო ბარათზე 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღრიცხვის კვანძის ღირებულების დავალიანება 200 ლარი, საიდანაც დავალიანება 100 ლარის ოდენობით 2013 წლის 19 აგვისტომდე არსებული დავალიანებაა.

 

ზემოაღნიშნული სამართლებივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას და მიიჩნია, რომ შ----------------------------------------ს“ მიერ მოქალაქე ც------------ზე დარიცხული აღრიცხვის კვანძის საფასურის დავალიანება 100 ლარის ოდენობით კანონიერად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად .

 

3.5. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლზე,რომელშიც ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1.აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია,რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება შ---------------------------------------სა’’ და მოქალაქე ც------------ს შორის არსებულ დავაზე და სემეკის მიერ ც.ნ------ზე დარიცხული აღრიცხვის კვანძის საფასურის დავალიანება 100 ლარის ოდენობით კანონიერად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად.

 

აპელანტს მიაჩნია,რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია,არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, რადგან, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები კომისიის ლიცენზიატებს სორის ან ლიცენზიაებსა და მომხმარებლებს შორის;

 

აპელანტი მიუთითებს, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9-მე-11 მუხლებზე,რომლებითაც განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებანი, კერძოდ: ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება, სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება და სატარიფო უფლებამოსილება; ასევე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კომისიის სტატუსი და ფუნქციები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები და მომხმარებლის დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და ჩამოწერა არასწორად განსაზღვრა კომისიის კომპეტენციად.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა (დავალიანების ხანდაზმულად აღიარება) არ შედის კომისიის კომპეტენციაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის და ა.შ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. მოგეხსენებათ, რომ ხანდაზმულობის ცნება სამოქალაქო სამართლებრივი საკითხია და მისი სწორად განმარტებისა და ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა,ხოლო დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევისას გამოსარკვევი გარემოებების წრე უნდა დაადგინოს სასამართლომ,მან უნდა განმარტოს კანონი ამ გარემოებების გათვალისწინებით და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, ჩვენს შემთხვევაში კომისიამ შეითვისა სასამართლოს ფუნქციები და გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ საკითხზე,რომელიც მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება. ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოგეხსენებათ,რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით,რა დროსაც დაცული უნდა იყოს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად,მართმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დაირღვა მხარის უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამეტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ,,ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შესახებ’’ კანონის მე-13 მუხლის ტანახმად,წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

 

აპელანტი აღნიშნავს, პალატის ყურადღებას გავამახვილებთ მასზედ, რომ კომისია განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს მსგავს საქმეებზე სხვადასხვა მომხმარებლის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში იგი შეიჭრა ც.ნ------სა და შ---------------------------------------ს“ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხოლო მსგავს ურთიერთობებში მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს უარს ეუბნება სადავო საკითხის გადაწყეტაზე და დავალიანების ჩამოწერაზე იმ საფუძვლით,რომ ვერ შეიჭრება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და იგი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე,თუ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა კომისისს კომპეტენციაა-მაშინ რატომ არ ვრცელდება აღნიშნული ყველა მომხმარებლის მიმართ,რომლებიც მსგავსს ურთიერთობებში იმყოფებიან კომისიასთან და რატომ იხილავს მსგავსს დავებს სასამართლო.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სემეკის მიერ სახელშეკრულებო დავებში ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება,რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს სასამართლომ და არა მარეგულირებელმა ორგანომ,რომელიც ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,რადგან მისი ძირითადი ფუნქცია მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია,რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე’’ და ,,ე1’’ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება №-----, მოქალაქე ც------------სა და შ-----------------------------------------’’ შორის არსებული დავის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება – გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.’’ „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

7.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ 1-ლი მუხლის, 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის უფლებამოსილებები ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს, აპელატ შ-----------------------------------------ს’’ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი არ იყო მიეღო გადაწყვეტილება შ-----------------------------------------ა’ ც------------ს შორის არსებულ დავაზე. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხესენული კანონის დანაწესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიატ - შ-----------------------------------------ა’’ და მომხმარებლ - ც------------ს შორის არსებულ დავაზე.

 

7.4. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების გათვალისწინებით სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ც------------სა და შ---------------------------------------ს“ შორის არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ შ-----------------------------------------’’ მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება მომხმარებელ ც------------სთან, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება არ რეგულირდება, მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების გათვალისწინებით ,,სასმელი წყლის მიწოდების და მოხმარების წესებით’’, გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას თავისი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე და როდესაც კომპანიას თავისი საქმიანობის სფეროში გაბატონებული მდგომარეობა უკავია, მისი ურთიერთობა მომხმარებელთან ვერ იქნება შემოფარგლული მხოლოდ კერძო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ კომპანიის მიერ ბაზარზე მონოპილისტური მდგომარეობით არის განპირობებული კომისიის მიერ რეგულირების აუცილებლობა, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, მასზედ რომ კომისიის მიერ მოხდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლების დარღვევა, რაც გამოწვეული იყო ორ კერძო სამართლის სუბიექტს შორის არსებულ დავაში კომისიის ჩარევის უფლებამოსილების არქონაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი - ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისთვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

 

დადგენილია, რომ შ---------------------------------------სა“ (მიმწოდებელი) და აბონენტს 7----------------) შორის 2012 წლის 25 ივნისს დაიდო მომხმარებლისთვის აღრიცხვის ინდივიდუალური კვანძის მოწყობის შესახებ ხელშეკრულებები №3.1./---- და №3.1./----, რომელთა თანახმად,აც თითოეული ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენდა 100 (ასი) ლარს, საიდანაც 30 (ოცდაათი) ლარი მრიცხველის თვითღირებულებას წარმოადგენდა, ხოლო 70 (სამოცდაათი) ლარი - აღრიცხვის კვანძის მონტაჟის ღირებულებას. აღნიშნული ხელშეკრულებების 2.2. პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 25 ივნისს მომხმარებელთან გაფორმდა აღრიცხვის კვანძის ღირებულების გადახდის გრაფიკები, რომელთა თანახმად, მომხმარებელი ვალდებული იყო მრიცხველის მონტაჟის ღირებულება - სულ 200 ლარი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში პორციებად, 2012 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, მომხმარებელმა იკისრა ვადებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად, დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად გადაეხადა წყლის მიმდინარე გადასახადი. დავალიანების გამო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა ასეთი შეთანხმებისთვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა - მხარეებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განსაზღვრეს დავალიანების თანხის საერთო ოდენობა, დავალიანების გადახდის პერიოდულობა, დავალიანების თანხის პორციები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ც------------ს სააბონენტო ბარათზე 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღრიცხვის კვანძის ღირებულების დავალიანება 200 ლარი, საიდანაც დავალიანება 100 ლარის ოდენობით 2013 წლის 19 აგვისტომდე არსებული დავალიანებაა.

 

პალატა მიუთითებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე,((#1/3/161 საქმეზე) „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოო ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გაადწყვეტილებაზე (საქმე №ას-1210-2018) სადაც, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, 63; შდრ: სუსგ11.06.2012საქმე №ას-547-5152012.) ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა

სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელებისშესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება.ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობასმატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველიაუფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულებისსაფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილემხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევა.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმმომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევისშესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეი ტყოაღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ№ას-988-1021-2011, 15.11.2011)

 

ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

 

ზემოაღნიშნული სამართლებივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შ----------------------------------------ს“ მიერ მოქალაქე ც------------ზე დარიცხული აღრიცხვის კვანძის საფასურის დავალიანება 100 ლარის ოდენობით კანოიერად იქნა მიჩნეულ ხანდაზმულად.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაახდილი 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 2125-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აპელანტ- შ----------------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი