გადაწყვეტილება N3/6927-15

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2015
№ დოკუმენტი 3/6927-15
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/6927-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2015 წელი

თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე -ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ეკა იასაღაშვილი

მოსარჩელე-------------------

მოსარჩელის წარმომადგენელი----------

მოპასუხე -სსიპ შემოსავლების სამსახური

მოპასუხე-სსიპ შემოსავლების სამსახური

მოპასუხის წარმომადგენელი-

დავის საგანი-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანება.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოსარჩელის მიმართ, ასევე, გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა გადასახადები. მოგვიანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის N23362 ბრძანებით მოსარჩელეს შეუმცირდა დარიცხული თანხები. ამდენად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, იგი არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად მან 2015 წლის 20 ივლისს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს ახლადაღმოჩენილ გარემოებათაგამო და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N 29256 ბრძანებით -------------- საჩივარი დარჩა განუხილველი. მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია ახლადაღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1.მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ----------- მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N096701, სგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო. სამართალდამრღვევ პირს სანქცია შეეფარდა 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახური 2014 წლის 31 ოქტომბრის სერია N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 13).

 

3.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5607 ბრძანებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს ------------- სსიპ შემოასვლების სამსახურში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის N024-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხები და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამავე ბრძანების თანახმად -------------- 2014 წლის 29 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს ------ დან ------------ მიმართ მითვისებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტმა სარგებლად არ უნდა განიხილოს შპს ------- ის მიერ ---------------- მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა. შესაბამისად, განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბრის N0966701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5607 ბრძანება (ს.ფ 23-26).

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5607 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის N23362 ბრძანება, რომლითაც ----------- შეუმცირდა დარიცხული გადასახადები სულ 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 5352 ლარი, ჯარიმა 2676 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის N23362 ბრძანება (ს.ფ. 1-20);

-სსიპ შემოსაცლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა (ს.ფ 21-22)

 

3.1.4. ----------------- 2015 წლის 17 ივლისის შედარების აქის თანახმად ბიუჯეტში გადასახდელად ერიცხება 500 ლარი, რომელიც განეკუთვნება სხვა ჯარიმებს. ------------------- საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახაში არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 17 ივლისის შედარების აქტი (ს.ფ.17)

 

3.1.5. ------------------ 2015 წლის 20 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის N096701 ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის N23362 ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

------------------- 2015 წლის 20 ივლისის საჩივარი (ს.ფ 14-15).

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანებით ------------------- 2015 წლის 20 ივლისის საჩივარი დარჩა განუხილველი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანება (ს.ფ.16)

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ„ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N 29256 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკაშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადი გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახდო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე- ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმდებლობა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ------------ სსპი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის.

დადგენილია, ასევე რომ --------------- 2014 წლის 29 დეკემბერს საჩივრით მიმართა სსპი შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის N024-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების და აუდიტის დეეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შპს ------- დან „ ----------------- მიმართ მითვისებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.

სსპი შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ მიიჩნია, რომ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სარგებლად არ უნდა განიხილოს შპს ------- ის მიერ -------------- მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა. შესაბამისად, უნდა განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5607 ბრძანების საფუზველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის #23362 ბრძანება, რომლითაც -------------- შეუმცირდა დარიცხული გადასახადები 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 5352 ლარი, ჯარიმა 267 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი ------------ შედარების აქტის თანახმად, მოსარჩელეს ძირითადი გადასახადის და საურავის ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებული აქვს სრულად, მას ბიუჯეტში გადასახდელად ერიცხება მხოლოდ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რომელიც დარიცხულია სადავო საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო.

საგადასახდო ორგანოს მიერ --------------- გადასხდელად დარიცხული თანხების შემცირების შესახებ გამოცემული აქტების შემდეგ მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება, საჩივრის განხილვა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანებით, ------------- საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არი გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

განსახილველ საქმეზე საგადასახადო ორგანომ სადაო 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანების გამოცემისას არ შეისწავლა და არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძვლები, რაზეც უთითებდა მომჩივანი. სგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოცენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. სადავო ბრძანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი საჩივარი განუხილველი დატოვა იმ გარემოებაზე მითითებთ, რომ იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება. ასეთ გადაწყვეტილებას წარმოადგენს სსპი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5607 ბრძანება, რომლითაც საჩივარი სადაო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ პირობებშიც კი კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვის შესაძლებლობას შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუა არა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია.

ამასთან, სასამართლო მუთითებს, რომ --------------- მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ამავე ორგანოს მიერ შემცირებულ იქნა სრულად. ამდენად არ გამოიკვეთა ---------------- მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც საგადასახადო კდექსის თანახმად ექვემდებარება დაბეგვრას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ---------------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არი პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახდის გადახდის ვალდებულება. სწორედ გადასახადის გადამხდელს აქვს ვალდებულება დადგეს აღრიცხვაზე შესაბამის მარეგისტრრირებელ ორგანოში, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ------------------ გააჩნდა გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც დაჯარიმებულია ------------------

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენაგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა დტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციყლ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაავალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი აქვს 100(ასი) ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 32-ე საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს N29256 ბრძანება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

3. სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატმენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4.მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ა) თბილისის საქალაქო სასამაღთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი