განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.12.2024
საქმის ნომერი
2კ-179-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030141124010128947

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე 179I-24 თბილისი

მ. გ., 179I -24 3 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს, – დაბადებულის ... წლის ... მაისს, – საქმის მასალების მიხედვით:

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, გ. მ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ. მ-ს სასჯელი აეთვალა – 2024 წლის 6 მარტიდან.

3. 2024 წლის 2 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ გ. მ-ს პირადი საქმე.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული რეალური სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეექვსედით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული რეალური სასჯელი და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) განესაზღვრა – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 1 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64 მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. გ. მ-ს სასჯელი აეთვალა – 2024 წლის 6 მარტიდან. მსჯავრდებულის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცა დამცავი ორდერი – 4 თვით, რომლითაც გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლები განსაზღვრა მოსამართლემ.

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

3. მსჯავრდებულის ნასამართლობის საკითხის გამორკვევისას, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ. მ-ს მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 2000 ლარიანი ჯარიმა – არ არის გადახდილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი ითვლება ნასამართლევად. ამდენად, გ. მ-ს მიმართ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელთა განახევრების წესი.

4. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდისათვის) შეფარდებლი რეალური სასჯელები – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის თანხმობა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონი და ასევე – მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გაცემის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებლი რეალური სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, გ. მ-ს მიმართ უნდა დაზუსტდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს;

3. გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 10 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით;

4. გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 10 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით;

5. გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებლი რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 8 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალოს პირობით;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. მ-ს საბოლოდ განესაზღვროს – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 8 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი;

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის განაჩენი და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი