1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე. #

11. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:

ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით;

ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში;

გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით;

დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

კარი IIარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირებითავი IIIარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირების სპეციალიზაც