განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2---18 (0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
რე---- ს-----ის მიმართ 07 აგვისტოს 2018 წელი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ თეიმურაზ დგვარელმა
ნათია გავაშელაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ნ---- ზუ-----–---–ის
სტაჟიორ-პროკურორ - გვ--–- ტა-------ს
ბრალდებულის _ ლ---- ტა-------ს, რე---- ს-----ის,ადვოკატის - ნ----ა ჩხ------ის, ნ---- შა-----–--ის, თ-- მა-----–---–ის, არ---– დვ--–-–---–ის, ი-–-- გი-------ის
ღია სასამართლო სხდომაზე, გა--ხილა, სისხლის სამართლის საქმე _ ბრალდებულ ლ---- უშ----ს ძე ტა-------ს (დაბადებულის 14-------- წელს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–--------ს გამზირი N-----) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
რე---- ალ----------ს ძე ს-----ის (დაბადებულის 2--------- წელს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–--------ს გამზირი N-----) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
1.იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ გახადეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულების ლ---- ტა-------ს და რე---- ს-----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2018 წლის 19 თებერვალს დაახლოებით 23:20 საათზე, ლ---- ტა------ე და რე---- ს-----ე და--ს გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ქუთაისში, სუ-–--------ს გამზირზე N2--ში არსებულ შპს „დ---–--“ თანამშრომლებს, ა-- და-–--–-–---–სა და სო------ ქო---–---–ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლნენ შპს „დ---–--“ კუთვნილ თანახას 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
3. სასამართლომ შეაფასა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- ტა-------ს და რე---- ს-----ის ბრალეულობას, კერძოდ, საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებები - მოწმეების: გი------ კა--–--ის, მა------ გა-------ის, ლ--------ის, გ--- მა-------ს, თა---- სუ-----–---–ის, ბ--- ობ---–---ს, ა-- და-–--–-–---–ის, სო------ ქო---–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ლ---- ტა-------ს გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ რე---- ს-----ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ამოღებული ნივთები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, ბრალდებულ ლ---- ტა-------ს დაკავების ოქმი, ბრალდებულ რე---- ს-----ის დაკავების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების ლ---- ტა-------ს და რე---- ს-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
5. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულთა მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულთა მიერ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დადასტურებულია, რომ ლ---- ტა------ემ და რე---- ს-----ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გჯუფურად, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, მათ მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით.
7. საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა ლ---- ტა------ემ და რე---- ს-----ემ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად ცვნეს დამნაშავედ.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა რე---- ს-----ის მიმართ გაიმართა 2018 წლის 07 აგვისტოს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება და სასჯელის დასაბუთება:
1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ აღიარეს და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს (რე---- ს-----ე დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ტა------ეს და რე---- ს-----ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ბრალდებულთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
3. ასევე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
5.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
6. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
აღსანიშნავია, რომ რე---- ს-----ე 18 წლის ხოლო, ლ---- ტა------ე 19 წლისაა საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-2 მუხლის მიხედვით „ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიმართ, ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე 48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშული“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულები სულ ახლახანს გახდნენ სრულწლოვნები და ჯერ კიდევ თავიანთი შეგნებით, ფსიქიკით და ცხოვრების წესით ახლოს დგანან არასრულწლოვნობის ასაკთან და შესაბამისად მათი ქმედებებიც მათი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და არამდგრადი ხასიათიდან გამომდინარეობს. ხოლო ამავე კოდექსისი მე-8 მუხლის პირველი ნაწილით „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსის და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს სრულიად მიზანშეწონილად მიაჩნია, ლ---- ტა-------ს მიმართ, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობა, მისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რადგანაც იგი აღაირებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის თანამონაწილეს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხოლო რაც შეეხება რე---- ს-----ეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლის თანახმად „თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს“. არასრულწლოვანის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნების დროს დანაშულის ჩადენის ფაქტს და არა იმას, განაჩენის გამოტანის დროს ხომ არ შესრულებია მას 18 წელი. გამომდინარე აქედან რე---- ს-----ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს როგორც არასრულწლოვანს და მისთვის სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქმეში არსებულ ინდივიდუალურ ანგარიშს.
7. ანგარიშის მიხედვით ,,ბრალდებული რე---- ს-----ე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნანობს მომხდარ ფაქტს. იაზრებს მისი ქმედების შედეგებს და გავლენას დაზარალებულზე. ფიქრობს, რომ დაზარალებულმა მხარემ მიიღო როგორც ფინანსური ასევე მორალური ზიანი. დაზარალდა თავად, რადგან ექვსი თვის განმავლობაში იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, არ აქვს შესაძლებლობა ახლობლებთან დაამყაროს კონტაქტი, ვერ შეძლო მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ჩაბარება. ბრალდებული საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით ტრავმას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დედას გაუცრუა იმედები“.
8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, „ბრალდებული გამოხატავს სინანულს მოხმდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ და აქვს სურვილი მომავალში თავი აარიდოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ მისცემენ შანსს და დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას წავა სოფელში დროებით, დაეხმარება ოჯახის წევრებს, სექტემბერში გააგრძელებს სწავლას და აუცილებლად ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს. ასევე აღნიშნავს, რომ მიიღებს უმაღლეს განათლებას. მომავალში გამორიცხავს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას და აღნიშნავს, რომ თუ დასჭირდება თანხა, იშოვის სხვა გზით, მაგალითად, ეტყვის ოჯახის წევრებს და სთხოვს დახმარებას. ბრალდებული საუბრისას აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა მისთვის არის ერთგვარი გამოცდილება, რომელმაც მისცა შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინა მისი ქმედება და შედეგები. რე----ის გადმოცემით, მას შესაძლებლობა ჰქონდა დაფიქრებულიყო მის ქმედებაზე, ოჯახისთვის მიყენებულ ზიანზე, გააცნობიერა, რომ დელიქვენტური ქმედების განხორციელება მას პოზიტიურს არაფერს მოუტანს და ვერ მიაღწევს წარმატებას. ბრალდებული საუბრისას აღნიშნავს, რომ შეეცვალა შეხედულებები, მაგალითად ადრე თუ ცდილობდა პრობლემა დაუფიქრებლად გადაეწყვიტა, აქ აქვს შესაძლებლობა ბევრი იფიქროს და საუკეთესო გამოსავალი მოძებნოს. ფიქრობს, რომ მომავალში მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს“.
9. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დასკვნით ნაწილში განმარტებულია, რომ „რე----ი ს-----ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე განათლებას იღებდა ქუთაისის N 38-ე საჯარო სკოლაში. ის მოგვიანებით შევიდა საშუალო სკოლაში. ბრალდებულის დეიდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რე----მა მამის გარდაცვალებით მიიღო სტრესი, იმყოფებოდა ნერვოპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და იღებდა მედიკამენტებს. N2 დაწესებულებაში მოხვედრამდე ირიცხებოდა მე-11 კლასში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, გარკვეული პერიოდი მისი აკადემიური მოსწრება არადამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მე-11 კლასში გადასვლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სურს უმაღლესი განათლების მიღება და მას შემდეგ ცდილობდა შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინა. დაიწყო მომზადება საატესტატო გამოცდებისთვის ბიოლოგია, ქიმიასა და ფიზიკის საგანში, ასევე პერიოდულად მეცადინეობდა გეოგრაფიას. როგორც საუბრისას აღნიშნავდა, შეძლო გარკვეულ საგნებში ქულის გაზრდა და მცირედი, შესამჩნევი ცვლილების გატარება. რე----ის გადმოცემით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში სურდა საატესტატო გამოცდების ჩაბარება, როდესაც აღნიშნულის შესახებ ჰკითხა დაწესებულების სოციალურ მუშაკს, აღმოჩნდა, რომ გამოცდების ნაწილი უკვე ჩატარებული იყო და თავად ვეღარ შეძლო მონაწილეობის მიღება. რე----ის გადმოცემით, მომავალში გეგმავს მიიღოს სრული საშუალო განათლება და შესაძლებლობა მიეცეს ჩააბაროს უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. ბრალდებული სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც წარმატებით ჩააბარებს სკოლის საატესტატო გამოცდებს, აღნიშნულის შემდეგ იფიქრებს მის მომავალ კარიერაზე“.
10. რაც შეეხება ბრალდებულ ლ---- ტა-------ს და რე---- ს-----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულების ლ---- ტა-------ს და რე---- ს-----ის მიერ ჩადენილია, მათ მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ტა------ეს და რე---- ს-----ის უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
12. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც შესაძლებელია სასამართლოს დაეხმაროს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებაში, სასჯელის არსისა და მისი სწორი ფორმის შერჩევის დროს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს არასრულწლოვნის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
13. აგრეთვე, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შესაბამისად, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
14. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 73-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი’’, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, რომ რე---- ს-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რე---- ს-----ე თავს არ არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მისთვის თავისუფლების აღკვეთის და მისი პირობით ჩათვლის შემთხვევაში, რაც არ გამოიწვევს დამატებით წინააღმდეგობებს მის სამომავლო ცხოვრებაში და ამასთან სასჯელის მოცემული სახე მისცემს შესაძლებლობას რე---- ს-----ეს საზოგადოებაში დაიკავოს პოზიტიური ადგილი.
15. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების და აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების, რე---- ს-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე---- ს-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით რომელიც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა, პირობით გამოსაცდელი ვადით, ხოლო ლ---- ტა------ეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ნაწილი ჩაეთვალოს პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ტა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ლ---- ტა-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.
ლ---- ტა------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ---- ტა------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რე---- ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი.
გაუქმდეს რე---- ს-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და იგი განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
რე---- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რე---- ს-----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ორი კვალი, ხელის რვა კვალი, დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
რე---- ს-----ის ხელის კვალის ნიმუში გადატანილი დაქტილობარათზე, ლ---- ტა-------ს ხელის კვალი გადატანილი დაქტილობარათზე ინახება საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში - განადგურდეს.
ხელის კვლები დასურათებული CD დისკზე, ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
კარის სახელური, კლავიატურა სალაროს უჯრის გასაღები, სალარო თავისივე უჯრით - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
თმისმაგვარი ორი ცალი ღერი, პირბადეები, სიგარეტის ორი ნამწვი, საოჯახო დანა, ლ---- ტა-------ს თმის და ნერწყვის ნიმუში, რე---- ს-----ის თმის და ნერწყვის - განადგურდეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტით ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი რუხი ფერის ჯინსის შარვალი, კაპიშონიანი ქურთუკი, მაისური, ქუდი, შარვალი, სპორტული კედები, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
რე---- ს-----ის თმის ნიმუში, ლ---- ტა-------ს თმის ნიმუში, რე---- ს-----ის ნერწყვის ნიმუში, ლ---- ტა-------ს ნერწყვის ნიმუში, რე---- ს-----ის ხელის კვლის ნიმუში, ლ---- ტა-------ს ხელის კვლის ნიმუში - განადგურდეს.
CD დისკი რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია ლ---- ტა------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია რე---- ს-----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები, CD დისკი რომელზეც ჩაწერილია „დეილი“-დან გამოთხოვილი შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი