1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. # # # # # # #
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5015 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5915 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5915
- 20.09.2019 კანონი №5015
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. # # # # # # # 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს. 5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.