1. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. #

2. არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და გამოქვეყნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევების