განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.05.2026
საქმის ნომერი
2კ-193აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100125011941705

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №193აპ-26 14 მაისი, 2026 წელი

მ-ი ა., №193აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – გიორგი ღონღაძის,კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – ა. მ-ის,ადვოკატ – მ. მ-ის,კანონიერი წარმომადგენლის – ე. მ-ის,თარჯიმან – ფ.- ა-ას მონაწილეობით

დახურულ სასამართლო სხდომაზე ზეპირი მოსმენით განიხილა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენზე

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განაჩენში;

3. ა. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა. მ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. ა. მ–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. ა. მ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2025 წლის 22 ოქტომბრიდან.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

8. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- საქმეზე ამოღებული გამომშრალი მარიხუანა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;

- დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით

9. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

10. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე