დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011651449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №401აპ-26 3 აგვისტო, 2026 წელი
თ. გ., №401აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – გ.თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ--იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – გ. თ--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ.თ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3. გ. თ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
4. გ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 8 თვე;
5. გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი: 2025 წლის 29 მაისიდან – 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით;
6. გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. თ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გ. თ–ის სახელზე გირაოს შემტან პირს – მ.- ბ.ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 ლარი;
8. საქმეს დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დისკები (დალუქული 8 პაკეტად) – შენახულ იქნეს საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი, ჟილეტი, მზის სათვალე, შავი ფერის ჩანთა – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, მინის ბოთლის ფრაგმენტი, ერთი ცალი ელექტრონული მოწყობილობა, რეზინის დეტალი შალითით, ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
11. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე