განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100121004678751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №292აპ-24 ქ. თბილისი
ი. გ. 292აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენზე
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 182-ე, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. გ. ი.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ , „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-3 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-4 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-7 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. გ. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალი (მე-8 ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
3.9. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-9 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.11. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-10 ეპიზოდი).
3.12. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-11 ეპიზოდი).
3.13. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-12 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.14. გ. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალი (მე-13 ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
3.15. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ი-ს 10 წლით ჩამოერთვას:
5.1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
5.2. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
5.3. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადა აეთვალოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
6. მსჯავრდებულ გ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 15 თებერვლიდან.
7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულებს – ლ. მ-ს, მ. ი-ს, დ. ი-სა და მათ კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე