საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.09.2024
საქმის ნომერი
2კ-889აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100123007145273

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №889აპ-24 ქ. თბილისი

ა. გ. 889აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 182-ე, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ბ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენზე;

2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი