დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.04.2026
საქმის ნომერი
2კ-62აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №62აპ-26 2 აპრილი, 2026 წელი

ბ-ი გ., №62აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვან გ. ბ-ის ადვოკატის – ვ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 271–274-ე, 301-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვან გ. ბ-ის ადვოკატის – ვ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;

4. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;

5. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით;

6. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შპს „ფ----------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით;

7. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შპს „შ----------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით;

8. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით;

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;

10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი;

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შემცირებული მოუხდელი სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით, რაც აეთვალოს 2025 წლის 28 იანვრიდან;

12. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

13. ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

14. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე