შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 20.07.2026
საქმის ნომერი
2კ-32აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100124008546826

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №32აპ-26 ქ. თბილისი

კ. დ. 32აპ-26 20 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის და მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჟ. უ-სა და მ. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის, საქართველოს სსსკ-ის – 182-ე, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 307-ე მუხლების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჟ. უ-სა და მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. დ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. დ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან, კერძოდ, 2023 წლის 7 ნოემბრიდან;

8. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დ. კ-ს 10 წლით ჩამოერთვას: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/ სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება, რომელთა ვადა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე;

9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

11. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე