მუხლი 1🔗
სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცულობის, საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების კავშირის დახურული საშუალებებით უზრუნველსაყოფად, სახელისუფლებო კავშირგაბმულობის სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის №441 დადგენილების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტომ უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვ