მუხლი 11🔗

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების პრიორიტეტული უზრუნველყოფა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების საწარმოებიდან. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემისათვის გამოყენებული ობიექტების პრივატიზებისას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მყიდველის მიერ სპეციალური კავშირების განხორციელებაში სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება