მუხლი 4🔗

სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა არის სპეციალური  საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი (შემდგომში - სპეცკავშირების ქსელი), რომელიც აღნიშნულ ქსელში სისტემის აბონენტებს,  განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის,  სარეჟიმო და სხვა სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებს უზრუნველყოფს დახურული კავშირით, ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და მონაცემთა გადაცემის დაცულობას და ოპერატიულობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე,  ასევე, მის საზღვრებს გარეთ