2. შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სახელისუფ-ლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით სავალდებულო  წესით უზრუნველყონ ყველა ის თანამშრომელი, რომლებსაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან და ახორციელებენ მის ხმოვანი ან/და მონაცემთა გადაცემის ფორმით მიწოდებას.

3. სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ მათ მიერ შექმნილი ინფორმაციის/მონაცემთა გადაცემის დახურული სისტემით საიდუმლო ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ შიდაუწყებრივი გადაცემისთვის