1. სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მართვა-განვითარება და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კავშირგაბმულობის დახურული სისტემით გადაცემის უზრუნველყოფა.
2. სააგენტო, თავისი ამოცანების შესასრულებლად, ფლობს და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგავს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. სააგენტო, სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი და პირველი კატეგორიების აბონენტების მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცვლას დახურული კავშირით, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ქსელის შიგნით;
ბ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ქსელში სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით მოსარგებლე ორგანიზაციების საიდუმლო, ასევე, არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობას და დაცულობას;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის დახურული კავშირებით;
დ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემაში ჩართულ ყველა აბონენტს (მათი სურვილის მიხედვით) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, მონაცემთა გადაცემის სერვისით და სათანადო ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში - ინტერნეტით;
ე) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან დაკავშირებას;
ვ) უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტებისათვის სააგენტოს სპეცკომუტატორის მეშვეობით ყველა იმ აბონენტთან დაკავშირებას (კავშირის ღია ფორმა), რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია ინახება სპეცკომუტატორის ბაზაში.
4. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტების უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება, როგორც მათ მუდმივ, ისე, დროებით საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე. უმაღლესი კატეგორიის აბონენტის მოთხოვნისას, დაკავშირება ხდება დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში - მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვით;
ბ) პირველი კატეგორიის აბონენტთა სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება მათ მუდმივ სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - საცხოვრებელ ადგილებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ უპირატესი დაკავშირების უფლებით, მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვის გარეშე;
გ) მეორე კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ მათ მუდმივ სამუშაო ადგილზე;
დ) უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტებს უფლება აქვთ, ინდივიდუალურად დააწესონ შეზღუდვები, როგორც მათთან შემავალ, ასევე, გამავალ ზარებზე.
5. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით იმ პირთა უზრუნველყოფა, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხორციელდება აღნიშნულ სამსახურთან შეთანხმები