1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) სააგენტოს საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად და პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, წარმოადგენს სააგენტოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებას;
დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს. კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ნიშნავს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;
ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს ექსპერტებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), განსაზღვრავს და ანაწილებს თანამდებობრივ ფუნქციებსა და მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს სააგენტოს მუშაობის შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს თანამშრომელთა და სამსახურში მისაღებ კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესაბამისი ტესტირების ჩატარების პროცედურებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფებს, სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა ნუსხას;
ი) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს უფროსი ვალდებულია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმარ