სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აპარატურის განთავსებისა და ფუნქციონირების ადგილებზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და/ან ვიზუალურად განახორციელოს ქსელისა და აპარატურის მუდმივი მონიტორინგი;
ბ) ყველა დაწესებულებას, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, მოსთხოვოს სააგენტოს მიერ გამოყენებული კავშირგაბმულობის სისტემების განთავსების ადგილებზე უცხო პირთა დაშვების აკრძალვა, სააგენტოს მომსახურე პერსონალის შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელ სამუშაოებში მაქსიმალური ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მეშვეობით სახელმწიფო უწყებებიდან მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია იმ საშტატო ნომენკლატურის შესახებ, რომელთაც მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა;
დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემაში ჩასართავი აპარატურის შემოწმებ