1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. სააგენტომ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

5. სააგენტოს ურთიერთობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებთან რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე, საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებულ