ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას მატერიალური ფასეულობების დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად დამონტაჟებული მატერიალური ფასულობის საერთო ღირებულების 5%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, სახარჯი მასალის დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად გამოყენებული მასალის საერთო ღირებულების 7%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში.

2. ამ დანართით (დანართი №5) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, ზედნადები ხარჯების დადგენილ ნორმებს ემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯები.

შენიშვნა:

1. დანართში მითითებული მატერიალური ფასეულობების ღირებულება მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

2. ზედნადები ხარჯები არ ერიცხება უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფის ნებისმიერ და პირველი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აპარატურის პირველად სამონტაჟო სამუშაოებს.

3. სააგენტო, პროექტებს, სავალდებულო წესით, ამზადებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება 50000.0 ლარს, სხვა შემთხვევაში, პროექტის მომზადება ხორციელდება დამკვეთის მოთხოვნი