შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.02.2026
საქმის ნომერი
2კ-866აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100125007179036

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №866აპ-25 ქ. თბილისი

ე. ბ. 866აპ-25 24 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიასა და მსჯავრდებულ ბ. ე-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ე-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენში:

3.1. ბ. ე. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ბ. ე. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს – ჯარიმა 2000 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით და საბოლოოდ, ბ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს – ჯარიმა 2000 ლარი.

3.4. ბ. ე-ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2024 წლის 4 სექტემბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს: პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 24 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდილი ნაწილი – 2022 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდი;

4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე