შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №060100124009715337
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №247აპ.-25 9 ივნისი, 2025 წელი
ო. დ., №247აპ.-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – დ. ო-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ის, ასევე ამბროლაურის რაიონული პროკურორის – ზურაბ ლორიას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – დ.ო-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამბროლაურის რაიონული პროკურორის ზურაბ ლორიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. დ. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, დ.- ო-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
5. დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2024 წლის 11 ივნისიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ო-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
7. საქმეს დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დ. ო-სთან, მ. ბ-ან და მ. ჯ-ან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალის ამსახველი DVD დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
ა--ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მობილური ტელეფონის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეო-ფაილის ამსახველი DVD დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
მ.ბ-ევის მწვანე ფერის მაისური დაუბრუნდეს მ. ბ-ევს;
დ.ო-ს ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;
8. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე