საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები
1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
3. მინისტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა 1 სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.
7. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
8. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025