უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430020000.22.022.018799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №20/ნ

2026 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 180 და არაუმეტეს 200 კრედიტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის, მათ შორის, ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ –  ცენტრი);

ბ) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ –  სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;

დ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.დ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ე) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ვ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ზ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.თ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ი) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; 

ვ.კ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ლ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.მ) „ჯანდაცვის –  არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ნ) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ო) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.პ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ჟ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.რ) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ს) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა. 

3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 60 კრედიტით ან არანაკლებ 120 კრედიტით, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

4. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის, მათ შორის, ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა;

ბ) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა;

დ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ე.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.ბ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; 

ე.გ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.დ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.ე) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.ვ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.ზ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.თ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; 

ვ.ი) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „საეკლესიო მუსიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.12), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) და „ეთნომუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.17) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.კ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე.ლ) „ჯანდაცვის –  არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა.

5. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვროს არანაკლებ 3 წლით და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.

მუხლი 2
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ აცნობოს ცენტრს, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადებისა და ფორმის შესაბამისად.

2. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება მონიტორინგის გზით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესი არ აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამის გახორციელების უფლებას.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე