სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულება იღებენ:
1. ხელი შეუწყონ ან უზრუნველყონ ისეთი სამსახურების შექმნა; რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდების გამოყენებით. ხელს შეუწყობენ, როგორც ცალკეული პირების, ასევე საზოგადოებაში ჯგუფების კეთილდღეობასა და განვითარებას და მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან;
2. ხელი შეუწყონ ცალკეული პირების და ნებაყოფლობითი ან სხვა ორგანიზაციათა მონაწილეობას ასეთი სამსახურების შექმნასა და შენარჩუნებაში