ბავშვებისა და ახალგაზრდა პირების უფლების – აღიზარდონ ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მათი პიროვნების და მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულ განვითარებას, ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უშუალოდ ან საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ყველა სათანადო და აუცილებელი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს:
1. ა) ბავშვებისა და ახალგაზრდების მათი მშობლების უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებით მოვლის, დახმარების, განათლებისა და მომზადების უზრუნველყოფა, რომელიც მათ ესაჭიროებათ, კერძოდ ამ მიზნისათვის საკმარისი და ადეკვატური ინსტიტუტებისა და სამსახურებით შექმნითა და შენარჩუნებით;
ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების დაუდევრობისაგან, ძალადობისაგან ან ექსპლუატაციისაგან დაცვა;
გ) უზრუნველყონ სახელმწიფოს მხრიდან იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და მათთვის სპეციალური დახმარების გაწევა,რომლებიც დროებით ან განსაზღვრული ვადით მოკლებულნი არიან ოჯახურ მზრუნველობას;
2. უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდების უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება,ისევე როგორც, მათ მიერ სკოლებში რეგულარული დასწრების წახალისება
მუხლი 17. ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- მუხლი 12. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
- მუხლი 13. სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება
- მუხლი 14. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება
- მუხლი 15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
- მუხლი 16. ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
- მუხლი 18. სხვა მხარეთა ტერიტორიაზე შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებაში ჩაბმის უფლება
- მუხლი 19. მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლებათა დაცვასა და დახმარებაზე
- მუხლი 20. დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე
- მუხლი 21. ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება
- მუხლი 22. სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების უფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპის სოციალური ქარტია“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392164/muxli-17/