სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
2. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის;
3. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
4. მიიღონ ზომები სათანადო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადებით ან სხვა საშუალებებით და ასეთ შეთანხმებებში გათვალისწინებული პირობების დაცვით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ:
ა) მათი მოქალაქეებისა და სხვა მხარეების მოქალაქეებისათვის ერთნაირი რეჟიმი სოციალური უზრუნველყოფის უფლებებთან მიმართებით, რაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე შეღავათების შენარჩუნებას, მიუხედავად მხარეებს შორის ტერიტორიებზე იმ პირთა ნებისმიერი გადაადგილებისა, რომლებიც სარგებლობენ შესაბამისი შეღავათებით;
ბ) სოციალური უზრუნველყოფის უფლებათა მინიჭება; შენარჩუნება და აღდგენა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა თითოეული ხელეშმკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად დაზღვევის პერიოდისა და დამთავრებელი სამუშაო სტაჟის აკუმულირება