ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნვლყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1.უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი უნდა შეადგენდეს 15 წელს, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ბავშვები დასაქმებულნი არიან კანონით გათვალისწინებულ მსუბუქ სამუშაოზე, რაც ზიანს არ აყენებს მათ ჯანმრთელობას, ზნეობას ან განათლებას;
2.უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს იმ საქმიანობის მიმართ; რომლებიც მიიჩნევიან სახიფათო ან არაჯანმრთელ სამუშაოებად;
3. უზრუნველყონ, რომ ის პირები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სავალდებულო განათლება, არ იყვნენ დასაქმებულნი ისეთი სამუშაოებით, რომელბიც ჩამოართმევს მათ სრული განათლების მიღების საშუალებას;
4. უზრუნველყონ, რომ 18 წლამდე ასაკის პირებისათვის სამუშაო საათები იყოს შეზღუდული მათი განვითარების საჭიროებების კერძოდ, მათი პროფესიული მომზადების შესაბამისად;
5. აღიარონ ახალგაზრდა მუშაკთა და შეგირდთა უფლება სამართლიანი ხელფასის ან ხვაგვარი შესაბამისი გასამრჯელოს მიღებაზე;
6. უზრუნველყონ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო დღის განმავლობაში ახალგაზრდების მიერ პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დრო დამსაქმებლის თანხმობით მიჩნეულ იქნას სამუშაო დღის ნაწილად;
7.უზრუნველყონ, რომ 18წლამდე ასაკის პირებს ჰქონდეთ უფლება ყოველწლიურ მინიმუმ ოთხკვირიან ანაზღაურებად შვებულებაზე;
8. უზრუნველყონ, რომ 18 წლამდე ასაკის პირები არ იყვნენ დასაქმებულნი ღამის სამუშაოებზე ეროვნული კანონებით ან წესების განსაზღვრული გარკვეული სამუშაოების გარდა;
9. უზრუნველყონ, ომ 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრულ სამუშაოებზე, დაექვემდებარონ რეგულარულ სამედიცინო კონტროლს;
10 უზრუნველყონ, სპეციალური დაცვა ფიზიკური და მორალური ზიანისაგან, რომელსაც შეიძლება დაექვემდებარონ ბავშვები და ახალგაზრდები, და კერძოდ, იმ ზიანისაგან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს მათი საქმიანობიდან
მუხლი 7. ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. შრომის უფლება
- მუხლი 2. უფლება შრომის სამართლიან პირობებზე
- მუხლი 3. უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე
- მუხლი 4. უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე
- მუხლი 5. ორგანიზების უფლება
- მუხლი 6. კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება
- მუხლი 8. დასაქმებულ ქალთა დედობის დაცვის უფლება
- მუხლი 9. პროფესიული ორიენტაციის უფლება
- მუხლი 10. პროფესიული მომზადების უფლება
- მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- მუხლი 12. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპის სოციალური ქარტია“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392164/muxli-7/