შრომის სამართლიან პირობებზე უფლების ეფექტური განხორციელეის ურუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. უზრუნველყონ გონივრული დღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობა და სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა შრომის პროდუქტიულობის გაზრდა და სხვა შესაბამისი ფაქტორები;
2. უზრუნველყონ სახელმწიფო უქმე დღეების ანაზღაურება;
3. უზრუნველყონ მინიმუმ ოთხკვირიანი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება;
4. აღმოფხვრან რისკი შინაგანად სახიფათო და არაჯანმრთელ სამუშაოებზე, ხოლო იქ, სადაც ჯერ–ჯერობით შეუძლებელია ამ რისკის აღმოფხვრა ან საკმარისად შემცირება, უზრუნველყონ ან სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება ამ საქმინობით დაკავებული მუშაკებისათვის.
5. უზრუნველყონ ყოველკვირეული დასვენების პერიოდი, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყვანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებულ დასვენების დღეს.
6. უზრუნველყონ, რომ მუშაკები წერიოლობითი ფორმით იყვნენ ინფორმირებულნი, რაც შეიძლება სწრაფად და ყველა შემთხვევაში არა უგვიანეს ორი თვისა მათი დასაქმების დაწყების თარიღიდან, კონტრაქტის ან მათი შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტების შესახებ;
7. უზრუნველყონ, რომ მუშაკებმა, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლებიც ითვალისწინებენ სამუშაოს სპეციფიკურ ხასიათს