სამართლიან ანაზღაურებაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1.აღიარონ მუშაკთა უფლება ისეთ ანაზღაურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს;
2.აღიარონ მუშაკთა უფლება გაზრდილი ანაზღაურების მიღებაზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, ცალკეულ შემთხვევებში გამონაკლისების გათვალისწინებით;
3. აღიარონ ქალი და მამაკაცი მუშაკების უფლება თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღებაზე;
4. აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, იყოს გონივრული ვადით ადრე ინფორმირებული მისი დასაქმების შეწყვეტის შესახებ;
5.დაუშვას ხელფასებიდან გამოქვითვა მხოლოდ ეროვნული კანონებით ან წესებით განსაზღვრული ან კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული პირობებითა და ზომით.
ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა მიღწეულ იქნება თავისუფლად დადებული კოლექტიური ხელშეკრულებების, კანონით განსაზღვრული ხელფასის დადგენის მექანიზმის ან ეროვნული პირობების შესაბამისი სხვა საშუალებებით