უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებთან მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1.ჩამოაყალიბონ, განახორციელონ და პერიოდულად გადახედონ შრომის უსაფრთხოების, შრომის ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანი არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება და უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, რომლებიც გამომდინარეობენ, დაკავშირებულნი არიან ან ადგილი აქვთ შრომის დროს, კერძოდ იმ რისკის მინიმუმამდე შმცირებით, რომელიც თან სდევს შრომით გარემოს.
2. მიიღონ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული წესები.
3. უზრუნველყონ ასეთი წესების შესრულება ზედამხედველობის ზომების მეშვეობით;
4. ხელი შეუწყონ პრევენციული და საკონსულტაციო ფუნქციების მქონე ყველა მუშაკისათვის ჯანმრთელობის სამსახურების პროგრესულ განვითარებას
მუხლი 3. უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. შრომის უფლება
- მუხლი 2. უფლება შრომის სამართლიან პირობებზე
- მუხლი 4. უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე
- მუხლი 5. ორგანიზების უფლება
- მუხლი 6. კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება
- მუხლი 7. ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე
- მუხლი 8. დასაქმებულ ქალთა დედობის დაცვის უფლება
- მუხლი 9. პროფესიული ორიენტაციის უფლება
- მუხლი 10. პროფესიული მომზადების უფლება
- მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- მუხლი 12. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპის სოციალური ქარტია“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392164/muxli-3/