პროფესიულ მომზადებაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1.აუცილებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ ყველა პირის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩათვლით, ტექნიკურ და პრფოესიულ მომზადებას დამსაქმენბელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით და უზრუნველყონ უმაღლესი ტექნიკური და საუნივერსიტეტო განათლების ხელმისაწვდომობის საშუალებები მხოლოდ პიროვნული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
2. უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ შეგირდთა სწავლების და სხვა მეთოდურ სისტემების შექმნას სხვადასხვა სპეციალობებში ახალგაზრდა ვაჟებისა და გოგონების მომზადების მიზნით.
3. საჭიროებისამებრ უზრუნველონ ან ხელი შეუწყონ:
ა) ადეკვატურ და არსებულ ხელმისაწვდომ პროფესიული მომზადების საშუალებებს მოზრდილი მუშაკებისათვის;
ბ) სპეციალურ საშუალებებს მოზრდილი მუშაკების გადამზადების მიზნით, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური განვითარეით ან დასაქმების სფეროში ახალი ტენდენციების შემოღებით;
4. საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ან ხელი შეუწყონ სპეციალურ ზომებს დიდი ხნის უმუშევართა გადამზადებისა და შრომით პროცესში რეინტეგრაციისათვის;
5. წაახალისონ შემდეგი ზომებით უზრუნველყოფილი შეღავათების სრული გამოყენება:
ა) ნებისმიერი გაასახადის ან მოსაკრებელის შემცირება ან გაუქმება;
ბ) ფინანსური დახმარების გაწევა შესაბამის შემთხვევებში;
გ) მისი დამსაქმებლის მოთხოვნით მუშაკის მიერ დამატებით პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დროით ჩათვლა ჩვეულებრივ სამუშაო საათებში;
დ) შესაბამისი ზედამხედველობის საშუალებებით, დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით შეგირდთა სწავლებისა და პრფოესიული მომზადების სხვა საშუალებათა ეფექტურობის უზრუნველყოფა ახალგაზრდა მუშაკებისათვის, და ზოგადად, ახალგაზრდა მუშაკების სათანადო დაცვა