ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძოდ:
- საშუალება მისცენ ხანდახმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით:
ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში;
ბ) ინფორმაციის მიწოდებით იმ მომსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ხანდაზმულთათვის და ამ უკანასკნელთა მიერ მათი გამოყენების შეაძლებლობების შესახებ;
- მისცენ ხანდაზმულ პირებს საშუალება თავიანთი ცხოვრების წესის თავისუფლად არჩევისა და მათთვის ჩვეულ გარემოში დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა მანამ, სანამ მათ სურვილი აქვთ და შეუძლიათ, შემდეგი საშუალებებით:
ა) თავშესაფრით უზრუნველყოფა მათი საჭიროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ან სათანადო დახმარების გაწევა მათი თავშესაფრის ადაპტირების მიზნით;
ბ)ჯანმრთელობის დაცვა და აუცილებელი მომსახურების გაწევა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;
- უზრუნველყონ დაწესებულებებში მცხოვრებ ხანდაზმულ პირთათვის სათანადო დახმარების გაწევა, მათ პირად ცხოვრებაში ჩაურევლად, ასევე უზრუნველყონ ხანდაზმულთა მონაწილეობა დაწესებულებაში ცხოვრების პიროებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში