სამუშაოზე ყველა მუშაკთა ღირსების დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელეის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით:
1. ხელი შეუწყონ გათვითცნობიერებას, ინფორმირებას და სამუშაო ადგილზე ან სამუშაო ადგილთან დაკავშირებით სექსუალური თავისუფლების ხელყოფის თავიდან აცილებას და მიიღონ ყველა სათანადო ზომები ამგვარი ქმედებებისაგან მუშაკთა დასაცავად;
2. ხელი შეუწყონ გათვითცნობიერებას, ინფორმირებას და სამუშაო ადგილებზე ან სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განმეორებადი გასაკიცხი ან აშკარად უარყოფითი და შეურაცხმყოფელი ქმედებების თავიდან აცილებას, რომელიც მიმართულია თითოეული მუშაკის წინააღმდეგ და მიიღონ ყველა სათანადო ზომა ამგვარი ქმედებებისგან მუშაკთა დასაცავად