საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:
1. ხელი შეუწყონ საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას;
2. თავიდან აიცილონ და შეამცირონ უსახლკარობა თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით;
3. შექმნან საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა, მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გაჩნიათ.
III ნაწილი
მუხლი A – ვალდებულებები
1. ქვემოთ მოცემული B მუხლის დებულებების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს:
ა) განიხილოს ამ ქარტიის 1 ნაწილი როგორც დეკლარირება მიზნებისა, რომელთა მიღწევასაც იგი ეცდება ყველა სათანადო საშუალებებით, ისე როგორც ეს მოცემულია აღნიშნული ნაწილის შესავალ პუნქტში;
ბ) მიიჩნიოს თავი ვალდებულად ამ ქარტიის II ნაწილის არანაკლებ ექვსი მუხლით შემდეგი ცხრა მუხლიდან: 1–ლი, მე–5, მე–6, მე–7, მე–12, მე–13, მე–16, მე–19 და მე–20 მუხლები;
გ) მიიჩნიოს თავი ვალდებულად ქარტიის II ნაწილის დამატებითი მუხლებით ან დანომრილი პუნქტებით, რომლებიც მას შეუძლია აირჩიოს, იმ პირობით, რომ მუხლებისა და დანომრილი პუნქტების საერთო რაოდენობა, რომლებითაც იგი ვალდებული იქნება, არ იყოს თექვსმეტ მუხლზე ან სამოცდასამ დანომრივ პუნქტზე ნაკლები.
2. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის „b“ და “ c“ ქვეპუნქტების შესაბამისად შერჩეული მუხლების ან პუნქტების შესახებ ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მხარის სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს.
3. მოგვიანებით ნებისმიერ მხარეს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით შეუძლია განაცხადოს, რომ იგი მიიჩნევს თავს ვალდებულად ქარტიის II ნაწილის ნებისმიერი მუხლით ან დანომრილი პუნქტით, რომელიც მანამდე არ იქნა მიღებული მის მიერ ამ მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად. ასეთი შემდგომში აღებული ვალდებულებები განიხილება რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შემადგენელ ნაწილად და აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიანი ვადის ამოწურავას შეტყობინების თარიღიდან.
4. თითოეული მხარე ინარჩუნებს ეროვნული პირობების შესაბამის შრომის ინსპექციის სისტემა.
მუხლი B კავშირი ევროპის სოციალურ ქარტიასა და 1988 წლის დამატებით ოქმებს შორის
1. ევროპის სოციალური ქარტიის ან 1988 წლის 5 მაისის დამატებითი ოქმის არცერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ამ ქარტიის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუკი თავს არ მიიჩნევს ვალდებულებად იმ დებულებებით მაინც, რომლებიც შეესაბამებიან ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებს, ხოლო სადაც საჭიროა, დამატებითი ოქმის იმ დებულებებით, რომლებითაც იგი ვალდებულია.
2. ამ ქარტიის ნებისმიერი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღება ამ ვალდებულებათა ძალაში შესვლის თარიღიდან შესაბამისი მხარის მიმართ, იწვევს ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამის დებულებებში და სათანადო შემთხვევებში, მისი 1988 წლის დამატებითი ოქმის დებულებების გამოყენების შეწყვეტას შესაბამისი მხარის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ეს მხარე ვალდებულია ამ დოკუმენტებიდან ერთ–ერთი ან ორივეთი.
IV ნაწილი
მუხლი C ზედამხედველობა ამ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე
ამ ქარტიაში გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება ექვემდებარება იმავე ზედამხედველობას, რაც გათვალისწინებულია ევროპის სოციალური ქარტიით.
მუხლი D კოლექტიური საჩივრები
1. ევროპის სოციალური ქარტის დამატებითი ოქმის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ კოლექტიური საჩივრების სისტემას, გამოიყენება ამ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მოახდინეს ხსენებული ოქმის რატიფიცირება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებული არ არის ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი ოქმით, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების სისტემას, მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარებისას ან მოგვიანეით ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით გაკეთებული შეტყობინების გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი იღებს ამ ქარტიით მის მიერ აღებული ვალდებულებების ზედამხედველობას ხსენებულ ოქმში გათვალისწინებული პროცედურით.
ნაწილი V
მუხლი E დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ ქარტიით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა დაცული იქნება დისკრიმინაციის გარეშე რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი მოსაზრების, ეროვნული წარმოშობის ან სოციალური წარმომავლობის, ჯანმრთელობის ეროვნული უმცირესობიდან კუთვნილების, დაბადებასა ან სხვაგვარი სტატუსის საფუძველზე.
მუხლი F გადახვევა ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს
1. ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის არსებობას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებითაც მოხდება ამ ქარტიით მის მიერ აღებული ვალდებულებებისაგან გადახვევა მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ეს მკაცრად მოთხოვნილია სიტუაციის სიმწვავით, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები შეუსაბამო არ იქნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მის მიენ ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან.
2. ნებისმიერი მხარე, რომელიც ისარგებლებს გადახვევის ამ უფლებით, დროის გონივრულ მონაკვეთში სრულად აცნობებს გენერალურ მდივანს მიღებული ზომების ან მათი მიზეზების შესახებ. იგი ამგვარად აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, როდესაც ეს ზომები შეწყვეტს მოქმედებას და იმის შესახებ, რომ ქარტიის მიერ მიღებული დებულებები კვლავ სრულია.
მუხლი G შეზღუდვები
1. 1 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და პრინციპები, როცა ისინი ეფექტურად ხორციელდება და ეფექტურად გამოიყენება, როგორც ეს მითითებულია II ნაწილში, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე შეზღუდვებს ან ლიმიტირებებს გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია I და II ნაწილებში იმ გამონაკლისის გარდა, რაც დადგენილია კანონით და აუცილებლობას წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ან საზოგადოებრივი ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოების ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად.
2. ამ ქარტიით ნებადართული უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდვები არ გამოიყენება რაიმე სხვა მიზნით, იმათ გარდა, რომელთა მიმართაც მოხდა მათი დაწესება.
მუხლი H ურთიერთობა ქარტიასა და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლბასა ან საერთაშორისო შეთანმხებებს შორის
ამ ქარტიის დებულებები არ ზღუდავს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებით, კონვენციებით ან შეთანხმებებით გათვალისწინებულ დებულებებს, რომლებიც უკვე ძალაშია ან შეიძლება შევიდეს ძალაში და რომლებიც ითვალისწინებს უფრო ხელსაყრელი რეჟიმის დაწესებეას დასაცავი პირებისათვის.
მუხლი I ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
1. ამ მუხლებში გათვალისწინებული იმპლემენტაციის მეთოდებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ამ ქარტიის II თავის პირველიდან 31–მდე მუხლების შესაბამისი დებულებების განხორციელება ხდება:
ა) კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით;
ბ) დამსაქმებლებს ან დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და მომუშავეთა ორგანიზაციებს შორის შეთანხმებებით;
გ) წინა ორი მეთოდის კომბინაციით;
დ) სხვა შესაბამისი საშუალებებით
2. ამ ქარტიის II ნაწილის მე–2 მუხლის 1–ლი, მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე–7 პუნქტებიდან, მე–7 მუხლის მე–4, მე–6 და მე–7 პუნქტებიდან, მე–10 მუხლის 1, მე–2, მე–3 და მე–5 პუნქტებიდან და 21–ე და 22–ე მუხლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ჩაითვლება ეფექტურად, თუკი დებულებების გამოყენება ხდება ამ მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად შესაბამის მუშაკთა დიდი უმრავლესობის მიმართ.
მუხლი J შესწორებები
1. ამ ქარტიის I და II ნაწილებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქარტიით უზრუნველყოფილი უფლებების გაფართოებას, ისევე, როგორც III და IV ნაწილებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება, შემოთავაზებული მხარის ან სამთავრობო კომიტეტის მიერ, უნდა ეხნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გენერალური მდივნის მიერ გაეგზავნება ამ ქარტიის მხარეებს.
2. წინა პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება განიხილება სამთავრობო კომიტეტის მიერ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულ ტექსტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად. მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ტექსტი ეგზავნება მხარეებს მისაღებად.
3. ამ ქარტიის I და II ნაწილებაში ნებისმიერი შესწორება, შესწორების მიმღები მხარის მიმართ ძალაში შედის მისი სამი მხარის მიერ გენერალური მდივნის შესწრების მიღებასთან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4. ამ ქარტიის III და VI ნაწილების ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ყველა მხარის მიერ გენერალური მდივნსიათვის შესწორების მიღებეათან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
VI ნაწილი
მუხლი K ხელმოწერა, რატიფიცირება და ძალაში შესვლა
1. ეს ქარტია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას, ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
2. ეს ქარტია ძალაში შედის წიანმდებარე პუნქტის მიხედვით ევროპის საბჭოს სამი წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტის სავალდებულოდ აღიარებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გააკეთებს განცხადებას ქარტიის სავალდებულოდ აღიარებასთან დაკავშირებით, ქარტია ძალაში შევა სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი L ტერიტორიული მოქმედების ფარგლები
1. ეს ქარტია გამოიყენება თითოეული მხარის მეტროპოლიური ტერიტორიების მიმართ. თითოეულ ხელმომწერს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი მისამართით გაგზავნილი შეტყობინეის საშუალებით შეუძლია განსაზღვრსო ის ტერიტორია, რომელიც ამ მიზნისათვის განიხილება მის მეტროპოლიურ ტერიტორიად.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგეის შესანახად ჩაბარების დროს ან მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუძლია განაცხადოს, რომ ქარტია მთლიანად ან ნაწილობრივ ვრცელდება ხსენებულ შეტყობინებაში მითითებულ არამეტროპოლიურ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებეზე იგი პასუხს აგებს ან რომელთათვისაც ის კისრულობს საერთაშორისო პასუხისმგებლობას. იგი დეკლარაციაში განსაზღვრავს ქარტიის II ნაწილის იმ მუხლებს; რომლებსაც მიიჩნევს სავალდებულოდ დეკლარაციაში მითითებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
3. ქარტიის გამოყენება ვრცელდება იმ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომლებიც დასახელებული არიან ზემოხსენებულ დეკლარაციაში გენერალური მდივნის მიერ ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4. ნებისმიერ მხარეს მოგვიანებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნსი სახელზე გაკეთებული შეტყობინების საშუალებით შეუძლია განაცხადოს, რომ ერთი ან მეტი ტერიტორიის მიმართ, რომელთა იმართაც გამოიყენებოდა ქარტია ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, იგი სავალდებულოდ მიიჩნევს ნებისმიერ მუხლებს და დანომრილ პუნქტებს, რომელიც მანამდე მიღებული არ ყოფილა შესაბამისი ტერიტორიის ან ტერიტორიების მიმართ. შემდგომში ნაკისრი ასეთი ვალდებულებები განიხილება ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი დეკლარაციის განუყოფელ ნაწილად და ექნება ისეთივე იურიდიული ძალა, რაც გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი M დენონსაცია
1. ნებისმიერ მხარეს შეულია მოახდინოს ამ ქარტიის დენონსაცია ხუთწლიანი პერიოდის ბოლოს მის მიმართ ქარტიის ძალაში შესვლის თარიღიდან, ან შემდგომი ნებისმიერი ორწლიანი პერიოდის ბოლოს და ორივე შემხთვევაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ექვსი თვით ადრე შეტყობინეის გაგზავნის გზით, რომელიც შესაბამისად აცნობებს სხვა მხარეებს.
2. ნებისმიერ მხარეს, წინა პუნქტში გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, შეუძლია მოახდინოს ქარტიის II ნაწილის მის მიერ მიღებული ნებისმიერი მუხლის ან პუნქტის დენონსაცია, იმ პირობით, რომ მუხლებისა და პუნქტების რაოდენობა, რომლებიც სავალდებულოა მხარისათვის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება თექვსმეტზე ნაკლები პირველ შემხთვევაში და სამოცდასამზე ნაკლები მეორეში და მუხლების ან პუნქტების ეს რაოდენობა უნდა მოიცავდეს მხარის მიერ იმ მუხლებიდან არჩეულ დებულებებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან A მუხლის 1–ლი პუნქტის „ B“ ქვე–პუნქტში.
3. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ქარტიის ან ქარტის II ნაწილის ნებისმიერი მუხლების ან პუნქტების დენონსაცია ამ მუხლის 1–ელ პუნქტში გათვალისწინებული პირობების დაცვით ნებისმიერი ტერიტორის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება ხსენებული ქარტია L მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შესაბამისად.
მუხლი N დანართი
ამ ქარტიის დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს
მუხლი O შეტყობინებები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და შრომის საერთაშორისო ოფიციის გენერალურ დირექტორს;
ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
ბ) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცები ს სიგელის შესანახად ჩაბარების შესახებ;
გ) ნებისმიერ დღეს ამ ქარტიის K მუხლის შესაბამისად ძალაში შესვლის შესახებ;
დ) A მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების, D მუხლის 1 და მე–2 პუნქტების F მუხლის მე–2 პუნქტის, L მუხლის 1–ლი, მე–2/ მე–3 და მე–4 პუნქტების შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ;
ე) J მუხლის შესაბამისად შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ;
ვ) M მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ, რომელიც ეხება ამ ქარტიას.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს შესწორებულ ქარტიას.
შესრულებულია ქ.სტრასბურგში, 1996 წლის მაისის მე–3 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი არის თანაბრად აუთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურ დირექტორს.
ევროპის შესწრებული სოციალური ქარტიის
დანართი
ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის მოქმედების სერო დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ
1. მე–12 მუხლის მე–4 პუნქტისა და მე–13 მუხლის მე–4 პუნქტისათვის ზიანის მიყეებსი აგრეშე, 1–დან 17–მდე და 20–დან 31 –მდე მუხლების ქვეშ მყოფი პირები მოიცავენ უცხოელებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან სხვა მხარეთა მოქალაქეები, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ ან რეგულარულად მუშაობენ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რმო ეს მუხლები განმარტებული უნდა იყოს მე–18 და მე–19 მუხლების დებულებათა შესაბამისად.
2. თითოეული მხარე მინიჭებს ლტოლვილებს, ისე როგორც ეს განსაზღვრულია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციით და 1967 წლის 31 იანვრის ოქმით, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მის ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს და ნეისმიერ შემთხვევაში, ეს რეჟიმი არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ვალდებულებების თანახმად ცნობილია მხარეთა მიერ აღნიშნული კონვენციით და ნებისმიერი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომლებიც გამოიყენება ლტოლვილთა მიმართ.
3. თითოეული მხარე, მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ ნიუ–იორკის 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან მის ტერიტორიაზე, მიანიჭებს შეძლებისდაგავარად ხელსაყრელ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელ, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ვალდებულებების თანახმად ცნობილია მხარეთა მიერ აღნიშნული კონვენციით და ნებისმიერი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომლებიც გამოიყენება მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.
I ნაწილი
მე–18 პუნქტი და II ნაწილი, მე–18 მუხლი, 1-ლი პუნქტი
მიიჩნევა, რომ ეს დებულებები არ ეხება მხარეთა ტერიტორიაზე შესვლის საკითხებს და ზიანს არ აყენებს პარიზში 1955 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილ ადგილსამყოფელის შესახებ ევროპული კონვენციის დებულებებს.
ნაწილი I