1. გაძევების პროცედურის დაწყებისთანავე, გაძევების საფუძვლების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ გამოითხოვს უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებს. უცხოელთან გასაუბრების ჩატარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და დამსაქმებლისგან ან/და სხვა იურიდიული პირისგან, გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

2. შესაბამის უწყებებთან ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, საჭიროების შემთხვევაში, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველოდან გამოითხოვს უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას.

4. დეპარტამენტი, გაძევების პროცედურის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ, საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ტერიტორიული ორგანოდან ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გამოითხოვს გაძევების საკითხის განხილვისთვის საჭირო ინფორმაციას. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ვალდებულია, მიმართვის მიღებიდან გონივრულ ვადაში, დეპარტამენტს გაუგზავნოს მოთხოვნილი ინფორმაცი