1. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით მიმართოს სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე, ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
2. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით მიმართოს სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე, მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
3. შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელებაზე განაცხადის გაკეთებისას, ადგილობრივი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, განაახლოს მოქმედი შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი ინფორმაცია (№1 და №2 დანართები).
4. სააგენტო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს ელექტრონული ფორმით აცნობოს გადაწყვეტილება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის