1. შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ ვალდებულია, თუ:

ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს ან საკონსულო დაწესებულებებს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;

ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

2. შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას უკვე აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, ან იგი შრომით/სამეწარმეო საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მის შემოსვლას არ საჭიროებ