თავი III — 1შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:
ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება;
ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 134 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას;
გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №862
- 17.05.2023 კანონი №2926
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და ამავე კანონის 134 მუხლით გათვალისწინებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე. [მუხლი 133 . შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება; ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 134 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას; გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შრომითი მიგრაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/04/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება