1. შრომითი საქმიანობის უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად, ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით.
2. შრომითი საქმიანობის უფლება ადასტურებს, რომ მისი მფლობელი შრომითი იმიგრანტი ან/და თვითდასაქმებული უცხოელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.
3. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, მათ შორის, ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება ან პარტნიორობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა, რომლის მიზანიც არის ფინანსური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
4. შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს. შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.
5. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან, კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. დაუშვებელია შრომითი საქმიანობის უფლების სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
6. შრომითი საქმიანობის უფლებით გათვალისწინებული, შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფეროს ცვლილების სურვილის შემთხვევაში შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, მოიპოვოს შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლებ