თავი III — 1შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება
1. უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებამდე ან გაგრძელების მომენტისთვის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ან მას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი IVპასუხისმგებლო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №862
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შრომითი მიგრაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/04/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება