სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო დავალების საშუალებით, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ან სხვა სასამართლო მოქმედების შესასრულებლად თხოვნით მიმართოს სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
დავალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, რომლებიც უკვე მიმდინარე ან მოსალოდნელი სასამართლო სამართალწარმოებისათვის არ არის საჭირო.
"სხვა სასამართლო მოქმედება" არ გულისხმობს ისეთი სასამართლო დოკუმენტის პირისთვის ჩაბარებას ან ისეთი სასამართლო დოკუმენტის გამოცემას, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების, განკარგულების, სარჩელის უზრუნველყოფის და სხვა დამცავი ზომის აღსრულება ხდება.