a) ორგანო, რომელიც სასამართლო დავალების შესრულებას ითხოვს და ორგანო, რომელსაც ეთხოვა სასამართლო დავალების შესრულება, თუ ასეთი ორგანო მომთხოვნი ორგანოსთვის ცნობილია;

b)  სასამართლო წარმოების მონაწილე მხარეებისა და მათი წარმომადგენლების, ასეთის არსებობის შემთხვევაში სახელები და მისამართები;

c) იმ სასამართლო წარმოების ხასიათი, რომლისთვისაც მოითხოვება მტკიცებულება, და ამ წარმოებასთან  დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია;

d)  მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც უნდა მოხდეს ან სასამართლო მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს.

საჭიროების შემთხვევაში, დავალებაში ყველაფერთან ერთად მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

e)   იმ პირების სახელები და მისამართები, რომლებსაც ჩვენება უნდა ჩამოერთვას;

f) კითხვები, რომლებიც  დასაკითხ პირს უნდა დაესვას ან იმ დავის საგნის აღწერა, რომლის შესახებ ის უნდა დაიკითხოს;

g)  დოკუმენტები ან სხვა საკუთრება, უძრავი ან მოძრავი, რომელიც უნდა შემოწმდეს;

h) მოთხოვნა, რომ ჩვენება პირს ჩამოერთვას ფიცის ქვეშ ან უტყუარობის დამადასტურებელი სხვა ფორმით, და ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს;

i)   განსაკუთრებული მეთოდი ან პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული მე-9 მუხლის შესაბამისად.

დავალებაში შეიძლება ასევე მიეთითოს მე-11 მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

დაუშვებელია ლეგალიზაციის ან სხვა მსგავსი ფორმალობის მოთხოვნ