თუმცა ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს დავალებას შედგენილს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ან ამ ენებიდან ერთ-ერთზე შესრულებულ თარგმანს, თუ მას 33-ე მუხლის შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დათქმა არ გაუკეთებია.
ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ოფიციალური ენა და, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მიიღოს დავალება ამ ენებიდან ერთ-ერთზე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიისთვის, დეკლარაციით უნდა განსაზღვროს ის ენა, რომელზეც დავალება ან მისი თარგმანი უნდა შესრულდეს ქვეყნის ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილებში დავალების შესასრულებლად. საპატიო მიზეზის გარეშე, ასეთი დეკლარაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჭირო ენაზე თარგმნის ხარჯები უნდა გაიღოს დავალების წარმოშობის სახელმწიფომ.
ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს დეკლარაციით განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ენა, წინა პუნქტებში მითითებული ენების გარდა, რომელზეც ცენტრალურ ორგანოს დავალება შეიძლება გაეგზავნოს.
დავალებას თანდართული თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის, სასამართლო სხდომის თარჯიმნის ან სახელმწიფოს მიერ ამისთვის უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა პირის მიე