1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023