1. იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
დანართი №1
შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტები
1. ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ:
ა) ადგილობრივი დამსაქმებლის დასახელება;
ბ) ადგილობრივი დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) ადგილობრივი დამსაქმებლის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები;
დ) ადგილობრივი დამსაქმებლის ეკონომიკური საქმიანობის სფერო;
ე) ადგილობრივი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).
2. ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
ბ) პირადი ნომერი;
გ) დაკავებული სამუშაო პოზიცია;
დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).
3. შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
გ) სქესი;
დ) მოქალაქეობა;
ე) წარმოშობის ქვეყანა;
ვ) საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
ზ) საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც პიროვნების ფოტო და პერსონალური მონაცემებია);
თ) საზღვარგარეთის პასპორტის გამცემი ორგანო (პასპორტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად);
ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები;
კ) საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. შრომითი იმიგრანტის მიერ დასაკავებელი პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შრომითი იმიგრანტის მიერ დასაკავებელი პოზიცია (აირჩევა სისტემაში არსებული კლასიფიკატორიდან);
ბ) დასაკავებელი პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
ბ.ა) პროფესიული ცოდნა/კვალიფიკაცია/ფუნქციები;
ბ.ბ) მოთხოვნილი განათლების აუცილებელი დონე:
ბ.ბ.ა) დაწყებითი;
ბ.ბ.ბ) საბაზო საშუალო;
ბ.ბ.გ) სრული საშუალო;
ბ.ბ.დ) პროფესიული;
ბ.ბ.ე) უმაღლესი;
ბ.ბ.ვ) არ არის მოთხოვნილი;
ბ.გ) პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ბ.დ) სპეციფიკური უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ვ) სხვა დამატებითი მოთხოვნები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
5. დასასაქმებელი შრომითი იმიგრანტის პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები:
ა) განათლება:
ა.ა) დაწყებითი;
ა.ბ) საბაზო საშუალო;
ა.გ) სრული საშუალო;
ა.დ) პროფესიული;
ა.ე) უმაღლესი;
ა.ვ) არ აქვს განათლება;
ბ) პროფესია/კვალიფიკაცია;
გ) პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (წლების და სფეროს მითითებით);
დ) ზოგადი და სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადების, ძალაში შესვლისა და დასრულების ვადები (რიცხვი/თვე/წელი).
7. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი.
8. შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განაცხადის ფორმა.
9. შრომითი საქმიანობის უფლების საფასურის გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით).
დანართი №2
თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტები
1. ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის შესახებ:
ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად);
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
გ) სქესი;
დ) მოქალაქეობა;
ე) წარმოშობის ქვეყანა;
ვ) საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი;
ზ) საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც ფოტო და პიროვნების პერსონალური მონაცემებია);
თ) საზღვარგარეთის პასპორტის გამცემი ორგანო (პასპორტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად);
ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები;
კ) საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომერი.
2. თვითდასაქმებული უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება:
ა) განათლება:
ა.ა) დაწყებითი;
ა.ბ) საბაზო საშუალო;
ა.გ) სრული საშუალო;
ა.დ) პროფესიული;
ა.ე) უმაღლესი;
ა.ვ) არ აქვს განათლება;
ბ) პროფესია/კვალიფიკაცია;
გ) შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება (წლების, სფეროსა და ფუნქციების მითითებით);
დ) სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:
ა) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფერო, საქმიანობის შინაარსი და ადგილი;
ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში უკვე დაფუძნებული საწარმოს შემთხვევაში:
ბ.ა) კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ინდ. მეწარმის პირადი ნომერი;
ბ.ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული კომპანიის/ინდ. მეწარმის წლიური ბრუნვის დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან თავად არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ);
გ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სურვილის შემთხვევაში დეტალური ბიზნესგეგმა (დაგეგმილი ინვესტირებისა და წლიური ბრუნვის მოცულობის შესახებ, ასევე ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად საჭირო რესურსის თაობაზე და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი.
4. თვითდასაქმებულ უცხოელსა და სააგენტოს წარმომადგენელს შორის განხორციელებული ვიდეო გასაუბრების ჩანაწერი, რომელსაც უზრუნველყოფს სააგენტო.
5. შრომითი საქმიანობის უფლების საფასურის გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით).
დანართი №3
იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები
1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დანართით განისაზღვრება იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა ამავე დანართის მე-2 პუნქტში განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად.
2. წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.
3. ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზ