„ინფორმაციის გადაცემა”

1.      იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება შედგება  მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში გადაცემული ინფორმაციისგან, ან საკომუნიკაციო ქსელთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისგან, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი გადაცემულ ინფორმაციაზე იმ პირობით, რომ მიმწოდებელი:

(a) არ ახდენს გადაცემის ინიცირებას;

(b) არ ირჩევს გადაცემული ინფორმაციის მიმღებს; და

(c) არ ირჩევს ან ცვლის გადაცემულ ინფორმაციას.

2.      პირველ პარაგრაფში აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს გადაცემული ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვას იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია საკომუნიკაციო ქსელში გადაცემის განსახორციელებლად და იმ პირობით, რომ ინფორმაცია არ ინახება გადაცემისათვის საჭირო გონივრულ ვადაზე მეტ ხანს.

3.      აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოების შესაძლებლობაზე, მხარეების სამართლებრივი სისტემის შესაბამისად მომსახურებების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევის შეწყვეტა ან  აღკვეთ