1.      მხარეები აღიარებენ რა, რომ ელექტრონული კომერცია მრავალ სექტორში ზრდის ვაჭრობის შესაძლებლობებს, თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ მათ შორის ელექტრონული კომერციის განვითარებას, განსაკუთრებით ურთიერთთანამშრომლობას იმ საკითხებში, რომელიც წარმოიშობა ელექტრონული კომერციით ამ თავის დებულებების შესაბამისად.

2.      მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება უნდა იყოს თავსებადი მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა ნდობის უზრუნველყოფის მიზნით.

3.      მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული ტრანზაქციები უნდა იქნას  განხილული, როგორც მომსახურების უზრუნველყოფა ამ თავის მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) მიხედვით, რაც არ შეიძლება იყოს საბაჟო მოსაკრებლის საგან